იოგა და კვების ჰიგიენა

   საჭმელი უბრალო და ბუნებრივი საკვებისაგან უნდა იყოს მომზადებული. დასაშვებია შერეული კვება. უხორცო დიეტა აუცილებელი არ არის. ხორცის მიღების ნორმები დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. მაგალითად, ტროპიკულ ქვეყანაში ხორცი არასასურველია და ხშირად-მავნეც. ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში ღორის ხორცის ჭამას რელიგია კრძალავს. რაც უფრო ცივია კლიმატური ზონა,მით უფრო გამართლებულია ხორცის ჭამა. ჩრდილოეთის ხალხი იძულებულია ჭამოს ხორცი,საქონლის ქონი, რათა პოლარული სიცივის პირობებში შეინარჩუნოს ორგანიზმის ტემპერატურა. წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა ესკიმოსს  მსუქანი ხორცის ჭამა რომ აეკრძალათ.რა თქმა უნდა ,დაიღუპებოდა.

    ჰათჰა-იოგას თანახმად, სასურველია დავიცვათ შერეული კვება“, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცი უნდა იყოს ყოველდღიური რაციონის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი პროდუქტი; დიდი რაოდენობითაა საჭირო ხილი, ბოსტნეული ( განსაკუთრებით ხახვი და ნიორი ), რძის ნაწარმი, თაფლი.

     ძველ ინდოელ სწავლულთა აზრით, ნიორი კიბოს პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა, თუ ნივრის სუნი არ გსიამოვნებთ, იგი შეიძლება აურიოთ ლიმონის წვენში. ნივრისა და ხახვის ღეჭვა კბილებს იცავს დაზიანებებისგან. ინდოეთში გავრცელებულია ბრაჰმას ამგვარი მოძღვრება: თუ გინდა სიბრძნეს დაეუფლო, მეტი ხახვი უნდა ჭამო“.

      ჯანმრთელობისათვის მეტად საჭირო პროდუქტია ლიმონი. სპეციალისტები რევმატიზმით დაავადებულებს ურჩევენ დღე-ღამეში 2-3 ლიმონის წვენის მიღებას. ზედმეტმა სიმჟავემ ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოს, საჭიროა ლიმონის წვენის თაფლში არევა. სასარგებლოა აგრეთვე თაფლში არეული ლიმონის გახეხილი კანიც.

საჭმლის მიღება დამოკიდებულია იმაზე, როგორ სამუშაოს ასრულებს ადამიანი-ფიზიკურს თუ გონებრივს,სად მუშაობს-შენობაში თუ სუფთა ჰაერზე.

       ჭამა საჭიროა ნელა, მთელი ყურადღებით, თუ სამუშაოდან დაღლილი დაბრუნთით, ჭამის წინ სულ ცოტა 10 წუთი მაინც უნდა დაისვენოთ, რადგან ყველა ორგანოსთან ერთად კუჭიც დაღლილია და მას არ შეუძლია საჭმლის ისე მონელება, როგორც საჭიროა. ჭამა არ შეიძლება არც მაშინ, როდესაც განერვიულებული ხარ, რადგან საჭმელი ენერგიის წყაროა და ამ შემთხვევაში ეს ენერგია უარყოფით ემოციებს ემსახურება. ეცადეთ ჭამის დროს მშვიდად იყოთ, რაც განგიმტკიცებთ ხასიათს და ფსიქიკურ ძალებს.

        ინდოელები თავიანთი რელიგიის წესების თანახმად, ჭამის წინ აბაზანას ღებულობენ, გულდასმით იბანდნენ ხელებს და იწმენდნენ პირის ღრუს. ექიმები ამას მიიჩნევენ ჰიგიენის ერთ-ერთ უმთავრეს წესად და ეთანხმებიან  ძველ ინდურ მოძღვრებას.

        მაცივარი აუცილებელია პროდუქდების შესანახად, მაგრამ მისი არასწორად გამოყენება საზიანოა. მაცივრიდან გამოღებული ზედმეტად ცივი წყალი აზიანებს კბილებს, იწვევს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას და გემოს შეგრძნების დაქვეითებას, ენაც სრულყოფილად ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ზედმეტად ცივი წყალი ცუდათ მოქმედებს კუჭზე, ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე. განსაკუთრებით საზიანოა გაცივებული ხილი. სითხე უფრო მალე თბება კუჭში, ვიდრე ცივი ხილის ნაწილაკები. თუ ხილი კარგად არ არის დაღეჭილი, დიდი ხნის განმავლობაში რჩება კუჭში და აცივებს არა მარტო მის ლორწოვან გარსს, არამედ ყველა ახლომდებარე ორგანოს. არანაკლებ მავნეა ცხელი საჭმელი. გამოცდილებამ ცხადყო, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს ცხელი საჭმელი ისევე აზიანებს, როგორც ცივი, იოგები ამ შემთხვევაშიც ამბობენ: უნდა ჭამო არც ზედმეტად ცხელი და არც ზედმეტად ცივი საჭმელი.

         იოგები მადას შიმშილის შეგრძნებას უქვემდებარებენ. ისინი მხოლოდ მაშინ ჭამენ, როდესაც შიმშილს გრძნობენ; ძალიან დიდხანს და გულმოდგინეთ ღეჭავენ ყოველ ლუკმას, მხოლოდ მაშინ გადაყლაპავენ, როცა საჭმელი კარგად აირევა ნერწყვში და ნახევრად სითხისებრი გახდება. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ე.წ. პრანას (სასიცოცხლე ძალა) მიღების თვალსაზრისით.

         იოგების თეორიის თანახმად, ყოველნაირი საკვები, განსაკუთრებით ბოსტნეული, ხილი, რძე, თაფლი, შეიცავს პრანას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პრანას ორგანიზმი ღებულობს როგორც ჰაერის, ისე საკვების საშუალებით. თუ საჭმელს კარგად ღეჭავთ, ორგანიზმი მეტ პრანას მიიღებს. ჰაერთან და საკვებთან ერთად მიღებული პრანა გადადის სხეულში (სისხლში, ძვლებში), გროვდება ნერვულ ცენტრებში და ცენტალური ნერვული სისტემის განკარგულებაში რჩება.

ისმის კითხვა: რაღად უნდა ადამიანს საკვებთან მიღებული პრანა, თუ მას ჰაერიდანაც ღებულობს. იოგები ამ კითხვაზე ასე პასუხობენ: ისევე, როგორც ელექტროობას აქვს ხვადასხვა ფორმა, ადამიანს სხეულზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, სხვადასხვა გზით მიღებული ძალა პრანაც ორგანიზმში ხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ამრიგად, ლუკმა რაც შეიძლება უკეთ დაღეჭეთ, რომ უფრო მეტი პრანა მიიღოს ორგანიზმმა.

          ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე იგივეს გვასწავლიდა: ყოველი ნაწილაკი უნდა გასინჯოთ, თუ საკუთარი თავისთვის კარგი გინდათო.

          ქალაქის მკვიდრთა შორის ხშირია კუჭის დაავადება, რაც გამოწვეულია უმეტესად იმით, რომ ისინი სწრაფად ჭამენ და ლუკმას სრულყოფილად არ ღეჭავენ.

          კუჭში ჩასვლამდე საჭმელი პირის ღრუში მექანიკურად მუშავდება. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოებს არ შეუძლიათ საჭმლის მექანიკური დამუშავება და იძულებული არიან გამოყონ უფრო მეტი და უფრო ძლიერი მომნელებელი წვენები, რაც აზიანებს მთელ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

          ლუკმის ღეჭვა არანაკლებ საჭიროა საღი კბილების შესანარჩუნებლად, ღეჭვის დროს კბილების ფესვები კარგად მარაგდება სისხლით. თუ კბილები არასაკმარის მექანიკურ სამუშაოს ასრულებს, მათში სისხლის მიმოქცევა დაქვეითებულია, რაც ხელს უწყობს კბილების ატროფირებას, დაშლას. ბავშვები პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ ლუკმის კარგად დაღეჭვას. ლუკმა გადაყლაპვადე 30-ჯერ მაინც უნდა დავღეჭოთ ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. აღსანიშნავია,რომ თანამედროვე თერაპიის რეკომენდაციები ადამიანის კვების საკითხში თითქმის მთლიანად ემთხვევა ჰათჰა-იოგას დებულებებს.

          ერთ-ერთ სამედიცინო სიმპოზიუმზე, რომელიც ფრანკფურგში ჩატარდა, ნამდვილი სასამართლო პროცესი მოუწყვეს სუფრის მარილს. ბუნებრივი ნივთიერების თეთრ კრისტალებს აბრალებენ ექიმები მსოფლიოში გავრცელებული დაავადების ჰიპერტონიის გავრცელებას. ცივილიზებულ ქვეყნებში მარილის დაგროვებით დაავადებულთა რიცხვი სჭარბობს კიბოთი დაავადებულებს.

          მეცნიერებს მიაჩნიათ , რომ ჰიპერტონიას, გულის ინფაქტს, ათეროსკლეროზს, ინსულტს, თირკმელების დაავადებას იწვევს ადამიანის მიერ ზედმეტი მარილის მიღება. დასავლეთ ევროპის მკვიდრნი ყოველდღიურად საშვალოდ 15 გ-მდე მარილს ღებულობს, ამ ორგანიზმის ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად კი სუფთა სახით 7 გ-ზე ნაკლებია საჭირო(განსაკუთრებით ჭარბადაა მარილი დაკონსერვებულ პროდუქტებში). იაპონელები ყოველდღიურად ღებულობენ 40 გ-მდე მარილს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ იაპონიაში ჰიპერტონიით დაავადებულთა რიცხვი ერთობ დიდია. სუფრის მარილის ზედმეტად მიღების შედეგია ის, რომ ორგანიზმში იმაზე მეტი სითხე რჩება, ვიდრე საჭირო, მისი სიჭარბე უჯრედებს აფართოებს, სისხლძარღვს კი ავიწროვებს, რაც იწვევს სისხლის წნევის მომატებას. ამ დროს გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება, მატულობს თირკმელების დატვირთვაც და ორივე ორგანო ზედმეტი დატვირთვის გამო შედარებით იოლად ცვდება.

           დადგენილია, რომ ჰიპერტონიულ დაავადებას იწვევს აგრეთვე სტრესი, ნიკოტინი, ალკოჰოლი, ჭარბი წონა . მაგრამ მარილის როლი მაინც განსაკუთრებულია. ერთ-ერთმა ამერიკელმა მედიკოსმა გამოიკვლია აფრიკის, სამხრეთ ირანის, გრენლანდიის, პოლინეზიის, ავსტრალიის ტომთა წარმომადგენლების სისხლის წნევა. ისინი თვითონ საკვებ რაციონში შედარებით ნაკლებად იყენებენ მარილს. გამოკვლეულთა შორის, რომელთა ცხოვრების პირობები განსხვავებულია, ჰიპერტონიით დაავადებული არ აღმოჩნდა. მედიცინა ამტკიცებს, რომ ასაკის მომატებასთან ერთად წნევაც მატულობს, გამოკვლეულ ტომებში კი პირიქითაა, რაც უფრო ხნიერია ადამიანი, მით უფრო დაბალი წნევა აქვს.

          მოსახლეობის კვების რეგიონში თვალსაჩინო ადგილი ეთმობა შაქრის პროდუქტს-ე.წ. ნახშირწყლებს.ადამიანის ტრადიციული საკვებისაგან ( პური, ხორცი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები ) განსხვავებით, შაქარი წარმოადგენს სუფთა ქიმიურ ნივთიერებას-საქაროზას. მას ღებულობენ ჭარხლის რთული,მრავალსაფეხურიანი გადამუშავების შედეგად. ბოლოს შაქარს ასუფთავებენ, აკრისტალებენ და ფილტრავენ.  მიღებული პროდუქტი არც ვიტამინებს შეიცავს, არც მარილებს და არც იმ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც პრაქტიკულად ყველა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტშია.

         საკვების ძირითადი ნახშირწყლის-მცენარეული წარმოშობის სახამებლისგან განსხვავებით, რომელიც ნელ-ნელა გარდაიქმნება გლუკოზად და შემდეგ თანდათანობით გადადის სისხლში, შაქარი კი სწრაფად უერთდება სისხლს.

        მეცნიერთა აზრით, შაქრიში დიდი რაოდენიბით გამოყებისას წარმოიშობა ჰიპერგლიკემია, ანუ ნორმასთან შედარებით შაქრის ჭარბი რაოდენობა სისხლში, რაც წარმოქმნის ნაკლებად მნიშვნელოვანი კალორიების მარაგს, რომელიც ორგანიზმს არ სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში ეს იწვევს წონის მომატებას, სიმსუქნეს, აქედან კი ერთი ნაბიჯია ათეროსკლეროზამდე და ჰიპერტონიამდე, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნაკლებად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. გლუკოზის დონე (საქაროზა ძირითადად გარდაიქმნება გლუკოზად) ორგანიზმში რეგულირდება ინსულინით, რომელსაც კუჭუკანა ჯირკვალი გამოიმუშავებს. ინსულინის გამოყოფას ხელს უწყობს გლუკოზა, რაც უფრო მეტი რაოდენობითაა გლუკოზა სისხლში მით უფრო მატულობს რასაკვირველია,განსაზღვრულ დონემდე გამოყოფილი ინსულინი. გლუკოზის დიდი რაოდენობით შენარჩუნებამ შეიძლება გამოიწვიოს  იმ უჯრედების გამოფიტვა, რომლებიც ამ ჰორმონს გამოყოფს. სიმსუქნის დროს ინსულინი კარგავს გლუკოზის ჟანგვის თვისებას და ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, რასაც ხშირად თან სდევს  გულ-სისხლძარღვთა  დაავადებები (განსაკუთრებით მაშინ , თუ ადამიანს მიდრეკილება აქვს ამ დაავადებისაკენ ).

          სტატისტიკური მონაცემებით ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ყველა განვითარებულ ქვეყანაში შეიმჩნევა დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდა, მაგალითად აშშ-ში იგი 10 მლნ-ს შეადგენს.

          სპეციალისტების გამოკვლევებით დადგენილია, რომ დაავადებების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ორგანიზმში ნახშირწყლების სიჭარბე.ამიტომ დიაბეტით დაავადებულთა რაციონიდან შაქარი მთლიანად უნდა ამოვარდეს. გონივრული ხომ არ იქნება მისი მოხმარების რაოდენობის შემცირება დაავადების დაწყებამდე?

სრულყოფილი კვებისას შაქრის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუარულიო, - ამბობს აკადემიკოსი ნ. იუდაევი. თუ ერთს შეუძლია მაგიდაზე რეგურალურად ჰქონდეს ტკბილეული, მეორისთვის იგი კატეგორიულად აკრძალულია. საერთო ფორმულა კი ასეთია: რაც უფრო ნაკლებს მივიღებთ შაქარს, მით უკეთესი. ყოველ შემთხვევაში, საჭიროა ვეცადოთ შაქრის მიღება დღე-ღამეში არ გადავარჭაბოთ 50-60 გ-ს. ეს შეესაბამება კვების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ ბოლო რეკომენდაციას.

          ძველ ინდურ წიგნში აურ ვედა“ ( სიცოცხლის წიგნი ). ნათქვამია რომ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოთ დიეტითა და ელექსირით, რომლის შემადგენილობაში შედის თაფლი; ასევე ინდოელთა წმინდა წიგნი-უკვდავების სასმელი“-თაფლს ორგანიზმის ყველაზე ძლიერ და გამამხნევებელ საშვალებად აღიარებს. ადამიანისთვის შვების მომნიჭებელი ცნობილი ინდური წამალი ალტერნაციაც“ თაფლს შეიცავს. ინდოელები თაფლს იყენებელ აგრეთვე, როგორც მცენარეული და ცხოველური შხამების საწინააღმდეგო საშვალებას.

           თაფლი საკვებად გამოიყენება ნორმალური დოზებით ( დღე-ღამეში არა უმეტეს 200 გ ). სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ისე ავადმყოფი ადამიანისათვის, თუ მას კვების რეჟიმში შეზღუდული არა აქვს ნახშირწყლების მოცულობა. თაფლი ზრდის ორგანიზმის იმუნობიოლოგიურ რეაქტიურობას.

           გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის თაფლი ისეთი კონცენტრირებული მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმას უახლოვდება.

          თაფლში შედის ორგანიზმისთვის საჭირო 70-ზე მეტი ნივთიერება, ამიტომ იგი არამარტო საუკეთესო საკვებია, არამედ მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური საშუალებაც. ბერძნები ფუტკრის თაფლს მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ. დიდი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი პითაგორა წერდა, რომ თაფლს აქვს მაღალი და მრავალნაირი სამკურნალო თვისება.

           მეცნიერული მედიცინის ფუძემდებელი ჰიპოკრატე თავის შრომებში  მიუთითებს თაფლის კვებით სამკურნალო თვისებებზე. იგი თაფლს იყენებდა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

             დიდი ტაჯიკი მეცნიერი აბუ ალი იბნ სინა ( ავიცენა ) წერდა: თაფლი ადამიანს ანიჭებს სიმხნევეს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აღადგენს მეხსიერებას“.

             მას შემდეგ,რაც შეისწავლეს თაფლის ქიმიური შემადგენლობა, ბიოლოგიური, კვებითი და დიეტური თვისებები, მისი გამოყენების  არე მეცნიერულად დასაბუთდა.

               გულის დაავადებათა მკურნალობისას აუცილებელია თაფლის ყველა შემადგენელი ელემენტი. როგორც პროფესორი ს. მლადენოვი აღნიშნავს, გლუკოზა, რომელიც თაფლში შემავალი ნივთიერებების 35%-ს შეადგენს, კლასიკური სამკურნალო საშუალებაა გულის დაავადებათა სამკურნალოდ. თაფლის მიღების შემდეგ გლუკოზა სწრაფად შეიწოვება სისხლში. იგი ენერგეტიკული მასალაა გულის კუნთისა და სხვა ქსოვილებისათვის და უნარი აქვს, გააუმჯობესოს ღვიძლის მოქმედება, გააუვნებელყოს ტოქსინები.

               სპეციალისტების აზრით, მაღალეფექტურია თაფლის გამოყენება ნაწლავის ანთების დროს(ენტერიტი და კოლიტი). დადგენილია,  რომ თაფლს აქვს  მიკრობებთან ბრძოლის უნარი, განსაკუთებით ნაწლავის პათოგენური მიკროფლორის შემთხვევაში, რაც მას  ანტიბიოტიკებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს(ანტიბიოტიკები სპობენ არა მარტო პათოლოგიურ, არამედ ნაწლავის ნორმალურ ფლორასაც).თაფლი რეკომენდირებულია ქრონიკული შეკრულობის დროსაც.

                მოსკოვის სამკურნალო კვების თანამშრომლებმა, ცნობილი პათოლოგის ვ. ტალალაევის ხელმძღვანელობით, მრავალრიცხოვანი ცდების საფუძველზე დაამტკიცეს, რომ თაფლთან ერთად ორგანიზმში შეღწეული შაქარი წარმოადგენს უნივერსალურ ანტიტოქსიკურ საშუალებას. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობის რეგულირებას; აფართოებს სისხლძარღვებს, აძლიერებს დიურეზს, აუმჯობესებს გულის კუნთის  მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას. კუჭში მოხვედრილი ფუტკრის თაფლი ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას. ამიტომ  მისი მიღება რეკომენდებულია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა მაღალი მჟავიანობის დროს.

                 მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ვ. სკვორცოვის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პირის ღრუში არსებული შაქრის ნარჩენები ბაქტერიების გავლენით იშლება  და წარმოშობს მჟავას, კერძოდ რძის მჟავას, რასაც მოსდევს კბილების დეკალცინაცია. თაფლი აქტიური  მიკრობსაწინააღმდეგო პროდუქტია, ახდენს პირის ღრუს დეზინფექციას, ამიტომ ვ. სკვორცოვი რეკომენდაციას იძლევა  პირის ღრუს დაავადებისას პირში გამოსავლებად ვიხმაროთ 10-12% თაფლის წყალხსნარი.

                 პროფესორი თ. ვინოგრადოვა და ვ. ზაიცევი გვირჩევენ თაფლი გამოვიყენოთ ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ. მათი აზრით, თაფლი სხვა ნივთიერებებთან ერთად შეიცავს აცეტილქოლინსაც (სისხლის წნევის დამწევ ნივთიერებას).

                 თაფლით მკურნალობა შესანიშნავ  შედეგს იძლევა  ნევრასთენიით (ჩქარი აგზნებადობა, უძილობა, თავის ტკივილი,კიდურების კანკალი, გაძლიერებული ოფლიანობა, სიფიცხე, უგუნებობა,შრომის უნარის დაქვეითება, ავადმყოფობისადმი შიში) დაავადებისას ასეთმა ავადმყოფებმა დღე-ღამეში 100-140 გ თაფლი უნდა  მიიღონ.

                ნერვული სისტემის დაავადების დროს თაფლის გამოყენების შესახებ პროფესორი ცადნერი წერს: არ არსებობს უფრო უვნებელი ძილის მომგვრელი საშუალება, ვიდრე ჭიქა თაფლიანი წყალი, იგი მთელი ღამის განმავლობაში დამაწყნარებელ და გამაგრილებელ მოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. ამ საშუალებას  უსათუოდ უპირატესობა უნდა მიეცეს, კუჭის გამაღიზიანებელ ფხვნილებთან შედარებით“.

                ვიტამინების შემსწავლელი კვების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ თაფლი შეიცავს B1,  B2, B3, B4, B5, B6, BC, E, C, K. ვიტამინებს და კაროტინს.

                 1 კგ თაფლის შემადგენლობაში შედის

                 0,1 მგ-მდე B1 ვიტამინი - თიამიანი, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ტონუსს აძლევს აძლევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. არეგულირებს ნახშირწყლების ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავის გამოყოფას, იცავს კბილებს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება;

                 1,5 მგ-მდე B2 ვიტამინი - რიბოფლავინი. იგი მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმებისა და რკინის ცვლაში, ორგანიზმს იცავს ალერგიული დაავადებებისაგან;

                 1 მგ-მდე B3  ვიტამინი - პანთოთენის მჟავა. ხელს უწყობს კანის, თმისა და ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფუნქციონირებას;

                 1 მგ B5 ვიტამინი -  PP ნიკოტინამიდი - მონაწილეობს ნახშირწყლების ცვლასთან დაკავშირებულ უჯრედებში  მიმდინარე პროცესებში, არეგულირებს კანისა და ნერვული სისტემის ფუნქციას, აუმჯობესებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას; კეთილსასურველ ზაგავლენას ახდენს ღვიძლზე და ხელს უწყობს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებს;

                  5მგ-მდე B6- ვიტამინი-პირიდოქსინი დადებით ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე, კანისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე;

                  

                 BC -ვიტამინი - ფოლის მჟავა სტიმულს აძლევს სისხლის წითელი ბურთულაკებისა და ძვლის ტვინის მომწიფებას;

                 30 -40 მგ-მდე C ვიტამინი - ასკორბინის მჟავა. ვიტამინი აუცილებელია ქსოვილის ნორმალური კვებისთვის, მონაწილეობს პიგმენტურ ცვლაში; ორგანიზმის დამცველი ძალების  წარმოქმნაში; ძვლის, კუნთების, კბილების, სისხლძარღვების სტრუქტურის შენარჩუნებაში; ამაღლებს ორგანიზმის სასიცოცხლო ტონუსს; ხელს უწყობს ზრდის პროცესს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას.

                  K ვიტამინი- ფილოქინონი.მონაწილეობს პროთრომბინის სინთეზში და ხელს უწყობს  სისხლის შედედებას.

                  აკადემიკოს ფილატოვის აზრით, თაფლი შეიცავს ორგანიზმისათვის  აუცილებელ ბიოგენურ სტიმულატორებსაც.

                  ფუტკრის თაფლი სქელი, გამჭვირვალე, ბლანტი მასაა, რომელიც დროთა განმავლობაში იწყებს დაკრისტალებასა და გამაგრებას. თუ  თაფლს კოვზით ავიღებთ, მოუმწიფებელი თაფლი კოვზიდან ადვილად გადმოიღვრება, მომწიფებული კი ნაოჭებად დაეხვევა.

                  თაფლის კარგი  ხარისხის მაჩვენებელია მისი სისქე, 1კგ  თაფლის მასა დაახლოებით 1,420 კგ-ია. თაფლი  იყინება 36 გ. ტემპერატურაზე. ამ დროს მისი მოცულობა 10%-ით მცირდება, გათბობისას კი იზრდება. თაფლის ეს თვისება მისი შენახვის  დროს უნდა გავითვალისწინოთ. თაფლის გემო უშუალოდ დამოკიდებულია შემადგენელი  შაქრების კონცეტრაციასა და მათ წარმოქმნაზე. ყველაზე ტკბილი გემო აქვს თაფლს, რომელშიც სჭარბობს ფრუქტოზა. ფრუქტოზის ხელოვნური კვების შედეგად (შაქრის სიროფით, ხელოვნური გლუკოზით, ყურძნის ან საზამთროს წვენით, ჟელატინითა და  სახამებლით) მიღებული თაფლი ნაკლებად  ტკბილია, საქარინით და გლიცერინით  ფალსიფიცირებული თაფლი  შეიძლება ძალიან ტკბილი იყოს, მაგრამ მას ტუტე რეაქცია ექნება. თაფლმა შეიძლება  შეირიოს ლერწმის შაქარი, ფქვილი, ცარცი, ხის ნახერხი სხვა ფხვიერი ნივთიერებები, რომელთა  გამოვლენა ადვილად ხერხდება შემდეგი წესით: სინჯარაში ან პატარა კოლბაში ათავსებენ თაფლის სინჯს და უმატებენ დისტილირებულ წყალს. თაფლი  დისტილირებულ წყალში გაიხსნება, ხოლო  მინარევი ან ძირში დაილექება ან ზედაპირზე ამოტივტივდება.

 

ალექსი იაკობაშვილი


05/ 04/ 09
Content Management Powered by UTF-8 CuteNews