ბრინჯის დიეტა გახდომის მსურველთათვის

როგორც ბრინჯის დიეტის მრავალრიცხოვანი მომხრეები ამტკიცებენ, ბრინჯის დიეტის წყალობით შეიძლება არამარტო წონაში დაკლება, არამედ ორგანიზმის შლაკებისაგან გათავისუფლება, ვინაიდან ბრინჯი ცნობილია, როგორც საუკეთესო ადსორბენტი. ადსორბციის უნარის წყალობით, მას შეუძლია ორგანიზმი გაათავისუფლოს მარილებისაგან, შლაკებისაგან და სხვა მავნე ნივთიერებებისაგან. საყურადღებოა ასევე, რომ 100 გრ მოხარშული ბრინჯი მხოლოდ 109 კკალ-ს შეიცავს, ამრიგად, თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ ბრინჯის ფაფის დამატებითი ულუფა.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ ბრინჯი უნდა იყოს გაუსუფთავებელი და უნდა მომზადდეს, მარილისა და სუნელების გარეშე!

ბრინჯის დიეტა და ორგანიზმის გასუფთავება
დიეტის ამ ვარიანტის დროს აქცენტი უნდა გაკეთდეს ორგანიზმის გაწმენდაზე. ორი კვირის განმავლობაში ხდება შლაკებისა და მარილებისაგან გაწმენდა.
1. 4 ჩაის ჭიქაში ვდებთ 2-2 სუფრის კოვზ გარეცხილ ბრინჯს და ვასხამთ ანადუღარ ცივ წყალს. ვინახავთ გრილ ადგილას, რათა ბრინჯი არ გადამჟავდეს. ყოველდღიურად ვუცვლით წყალს.
2. მეოთხე დღეს ბრინჯს პირველი ჭიქიდან გადავავლებთ წყალს და მოვხარშავთ მარილის გარეშე, ისევ გადავავლებთ წყალს და მივირთმევთ უზმოზე. 2 საათი არაფერს არ ვჭამთ. გამოთავისუფლებულ ჭიქაში ისევ დავალბობთ ბრინჯის ახალ პორციას.
3. შემდეგ დღეს მივირთმევთ ბრინჯს მეორე ჭიქიდან და ა.შ. 14 დღის განმავლობაში. საკვების მიღების შემდეგი ულუფების დროს უნდა გამოირიცხოს ცხიმიანი და ცხარე საკვები, ვინაიდან ის ხელს უშლის ბრინჯს, მავნე ნივთიერებების გამოძევებაში.


ბრინჯის ”ჩვეულებრივი” დიეტა
ასეთი დიეტა შეიძლება გაგრძელდეს 3-14 დღე. სამ დღეში ხდება 1 კგ-ს, დაკლება, ერთ კვირაში - 3-4-კგ-ის, ხოლო 2 კვირაში შეიძლება 7 კგ-მდეც კი დაიკლოთ.
აი, სამ-დღიანი დიეტის მენიუ (უფრო ხანგრძლივი დიეტის შემთხვევაში ინგრედიენტები არ მეორდება!):

პირველი დღე:
საუზმე: ვაშლი. 60 გრ ბრინჯი (იწონება მშრალი პროდუქტი), რომელსაც დამატებული აქვს ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი. მწვანე ჩაი ან ბალახების ნახარში.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი, 150 გრ ბოსტნეულის სალათი. ბრინჯი მწვანილით, 1ჩ. კოვზი ხილის ძმარი და 1 ჩ. კოვზი ზეითუნის ზეთი.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი, ორთქლზე მომზადებული ბრინჯი სტაფილოთი და ყაბაყით.

მეორე დღე:
საუზმე: ფორთოხალი, ბრინჯი ფორთოხლის ცედრით და 1ჩ. კოვზი არაჟანი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი მოხარშული ბოსტნეულით. ბრინჯი.
ვახშმი: ისევე, როგორც სადილი.

მესამე დღე:
საუზმე: მსხალი. ბრინჯი, რომელსაც მოყრილი აქვს დარიჩინი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი. კიტრის სალათი ძმრითა და ზეითუნის ზეთით. ბრინჯი ზაითუნის ზეთზე მოშუშული 150 გრ სოკოთი.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი. ბრინჯი ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლით.
საკვების მიღების დროს ულუფებს შორის შეგიძლიათ დალიოთ მინერალური წყალი, მწვანე ჩაი ან ბალახების ნახარში, ასევე ახლადგამოწურული წვენები.
დიეტის დასრულების შემდეგ უნდა შეზღუდოთ ხორცისა და რძის პროიდუქტების მიღება, სადილად და ვახშმად მიიღოთ გაუსუფთავებელი მარცვლეულისაგან დამზადებული საკვები, ან მსხვილად დაღერღილი ფქვილი (ბრინჯი, რუხი მაკარონი, რუხი პური, ან ქატოს შემცველი პური).

ბრინჯის ”მკაცრი” დიეტა
თუკი გსურთ სწრაფად მოიყვანოთ წესრიგში თქვენი ფიგურა, შეგიძლიათ ბრინჯის ”მკაცრი” დიეტის ვარიანტს მიმართოთ:
მოხარშეთ ერთი ჭიქა ბრინჯი და მიირთვით მცირე ულუფებით, მიაყოლეთ ვაშლის წვენი. თუკი შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, შეგიძლიათ კიდევ დააყოლოთ 2-3 ვაშლი, უმჯობესია მწვანე.
ან მიირთვით მოხარშული ბრინჯი, რამდენიც მოგესურვებათ, დააყოლეთ მწვანე ჩაი ან ბალახების ნახარში. რასაკვირველია ბრინჯი იხარშება მარილის, სანელებლების, რძის, ცხიმის გამოყენების გარეშე.
გახსოვდეთ, დიეტის ამ ვარიანტის ხანგრძლივობა მხოლოდ 1-3 დღეა! ერთდღიანი განტვირთვის დღე შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ერთხელ, ხოლო სამდღიანი დიეტა - თვეში ერთხელ.

ბრინჯის დიეტის პლიუსები:
ბრინჯი უნიკალური და გემრიელი საკვები პროდუქტია, ხოლო გაუსუფთავებელი ბრინჯი (თეთრისაგან განსხვავებით) ამავე დროს В ჯგუფის ვიტამინების წყაროა. იგი საუკეთესოდ ეხამება სხვადასხვა პროდუქტს და იძლევა მრავალფეროვანი საკვების მომზადების საშუალებას.
ბრინჯს, როგორც ადსორბენტს, უნარი აქვს გამოაძევოს ორგანიზმიდან მარილი, შლაკები და სხვა მავნე ნივთიერებები, რის გამოც ის მრავალი დიეტის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია.
ბრინჯის დიეტის მინუსები:
როგორც ყველა სხვა უმარილო დიეტას, მას აქვს დიდი მინუსი - ორგანიზმიდან მარილთან ერთად გამოაქვს წყალი. წონაში დაკლების მსურველმა ქალბატონებმა არ იციან, რომ წონის კლება მიმდინარეობს თავიდან ძირითადად წყლის კარგვის ხარჯზე, ხოლო ცხიმი დაშლას იწყებს არაუადრეს 10 დღისა და ის, უნდა ითქვას, არც ისე დიდი რაოდენობით იშლება. როგორც კი რაციონში ისევ გამოჩნდება მარილი, წყალი მალევე აღიდგენს თავის უფლებებს ორგანიზმში. დიეტის შედეგებიც მალევე გაფერმკრთალდება. უმარილო დიეტა კარგია, მხოლოდ ხანმოკლე პერიოდისათვის, მაგ. რაიმე ღირსშესანიშნავი თარიღისათვის ფორმაში ჩასადგომად.
ბრინჯს გამოაქვს ყველა მარილი, მათ შორის კალიუმი, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი გულის გამართული მუშაობა, ამიტომაც აუცილებელია მისი მიღება კალიუმის შემცველი პრეპარატების სახით.
დიდი რაოდენობით ბრინჯის მიღებას შეუძლია შეგვიქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ გამოიწვიოს ყაბზობა. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია პრობლემა ოყნის მეშვეობით მოიგვაროთ.
სამდღიანი ”მკაცრი” დიეტის შემთხვევაში, კარგად დაფიქრდით, რით უნდა გააგრძელოთ კვება. დიეტის გახანგრძლივების შემთხვევაში, ხდება ნევროტულობის ჩამოყალიბება, ხშირია ბრინჯის ”შეჯავრება”, მეორეს მხრივ, მრავალფეროვანი და გემრიელი საკვების მიღებისას უმოკლეს დროში ხდება ძველი წონის აღდგენა.


Content Management Powered by UTF-8 CuteNews